ეილერის წრფე
ეილერის წრფე სამკუთხედისათვის
მოცემული სამკუთხედისათვის ავაგოთ სამი “გამორჩეული წერტილი”: შემოხაზული წრეწირის ცენტრი, ორთოცენტრი (სიმაღლეების გადაკვეთის წერტილი) და ცენტროიდი (მედიანების გადაკვეთის წერტილი).
GeoGebra - ს გამოყენებით ავაგოთ ზემოაღნიშნული სამი წერტილი და დავაკვირდეთ მათ ურთიერთგანლაგებას, როდესაც ვცვლით სამკუთხედის წვეროებს.
ცნობილია, რომ ეს სამი წერტილი მდებარეობს ერთ წრფეზე. ამ კანონზომიერების აღმოჩენის ავტორია ლეონარდ ეილერი.
შემოხაზული წრეწირის ცენტრი
სიმაღლეების გადაკვეთის წერტილი
ავაგოთ სიმაღლეების გადაკვეთის წერტილი
ცენტროიდი: მედიანების გადაკვეთის წერტილი
ავაგოთ სამკუთხედის მედიანების გადაკვეთის წერტილი
სამივე წერტილი ერთად
ავაგოთ სამივე წერტილი და დავაკვირდეთ მათ ურთიერთგანლაგებას სამკუთხედის წვეროების გადაადგილებასთან ერთად.